“მინდია ლავასოღლის მხარდამჭერთა აქციაზე ცხრა პირია დაკავებული” – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კრიმინალური ავტორიტეტის, მინდია ლავასოღლის მხარდამჭერთა აქციაზე დაკავებულია ცხრა პირი.

დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით განხორციელდა, რაც სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

დაკავება ბათუმი-სარფის მაგისტრალის ახალსოფლის მონაკვეთზე მოხდა, სადაც ლავასოღლის მხარდამჭერებმა გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

აქციის მონაწილეები ლავასოღლის თურქეთიდან ექსტრადიციას ითხოვენ.

მსგავსი თემები