მინდელის სახელობის მაღარო უნდა დაიხუროს – არჩილ თალაკვაძე  

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ტყიბულის შახტაში დღეს მომხდარ ტრაგიკულ ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ მინდელის სახელობის მაღარო უნდა დაიხუროს უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტების დანერგვამდე.

თალაკვაძე უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს ამ მძიმე დანაკარგის გამო.

“მინდელის მაღარო უნდა დაიხუროს, სანამ უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტი არ იქნება მიღწეული. მაღაროელის სიცოცხლის დაზღვევა კი უნდა გაიზარდოს!”, – აცხადებს დეპუტატი.

აღსანიშნავია, რომ ტყიბულში, მინდელის სახელობის მაღაროში აფეთქება დღეს, გამთენიისას მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 4 და დაშავდა 6 ადამიანი.  გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქებას შედეგად კედლებმა დეფორმაცია და ჭერის ჩამონგრევა მოჰყვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფეთქების შედეგად სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატებმა – 1961 წელს დაბადებულმა მ.ლ-მ, 1963 წელს დაბადებულმა მ.გ.-მ, 1988 წელს დაბადებულმა ლ.ფ-მ და 1961 წელს დაბადებულმა ი.ქ-მ, რომლებიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ.

სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებით კი საავადმყოფოში გადაიყვანეს – 1981 წელს დაბადებული მ.ს, 1965 წელს დაბადებული დ.ბ, 1981 წელს დაბადებული გ.მ, 1981 წელს დაბადებული მ.ა, 1995 წელს დაბადებული ნ.ბ და1988 წელს დაბადებული გ.ა.

საქმე საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე აღიძრა, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი თემები