“მინდა, მუხლმოდრეკით მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, რომელმაც მაგალითი მისცა მსოფლიოს, აჩვენა, როგორ შეგვიძლია ერთად დგომა” – მეუფე გერასიმე

ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ზუგდიდისა და ცაიშის, ავსტრიისა და გერმანიის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმე შარაშენიძემ ქადაგებისას მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს და აღნიშნა, რომ ქართველებმა მსოფლიოს ერთად დგომის მაგალითი აჩვენეს.

„ვნების შვიდეულში ჩვენ გოლგოთის გზა გავიარეთ თითოეულმა ჩვენგანმა, თქვენთან ერთად. ეს ყველაფერი დაგვირგვინდა უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულით. მინდა, მუხლმოდრეკით მადლობა გადავუხადო ქართველ ერს, ქართველ ხალხს, რომელმაც მართლაც მაგალითი მისცა მთელ მსოფლიოს, აჩვენა, ჩვენ, ქართველები როგორები ვართ, ქართველებს როგორ შეგვიძლია ერთად დგომა. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, ღმერთმა დალოცოს, გაახაროს სრულიად საქართველო, მთელი სამყარო, ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც უცხოეთში არიან, ნაწილი ღვთის წყალობით, დაბრუნდა თავის სამშობლოში, ნაწილი რჩება ისევ უცხოეთში და ღმერთმა ინებოს, რომ საქართველოს გამთლიანება, გაძლიერება, გაბრწყინება თითოეულ ჩვენგანს მოსწრებოდეს“ , – განაცხადა  მეუფე გერასიმემ.

მსგავსი თემები