„მინდა მივაწვდინო ხმა მთავრობას, სანიტრების 60–70% სოფლებიდან დადის და უჭირთ ტრანსპორტირება“ (ვიდეო)

„მინდა ვთხოვო ხელისუფლებას, რომ გარკვეული საშვებით სამედიცინო პერსონალისთვის გამოყოს მიკროავტობუსი“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აკადემიკოსი, ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა დავით გადელიამ განაცხადა.

როგორც დავით გადელია ამბობს,  დაბალი მედპერსონალი, რომლებიც ექიმებზე არანაკლე ბ რთულ სამუშაოს ასრულებენ სამსახურში ვერ დადიან.  გადელია ხელისუფლებას თხოვნით მიმართავს:

„იცით რამხელა დიდ საქმეებს აკეთებს დაბალი სამედიცინო პერსონალი? არავიზე ნაკლებს. რა აზრი აქვს დაავადების შემთხვევაში გამოეთიშება პროცესს პერსონალი თუ ტრანსპორტის გამო. 60 – 70 % ამ ადამიანების არიან ახლომდებარე სოფლებიდან და უჭირთ ტრანსპორტი. რაღაცნაირად უნდა მოხერხდეს სამედიცინო პერსონალისთვის დილას და საღამოს გამოიყოს ტრანსპორტი, ეს ხალხი თანხასაც თვითონ გადაიხდის. ძალიან გვიჭირს ამ მხრივ“ – განაცხადა დავით გადელიამ „მედიაცენტ მთავარში“


მსგავსი თემები