მიმდინარე წლის იანვარში, ტურიზმიდან შემოსავლებმა 20%-მდე მოიმატა

“მიმდინარე წელს ტურიზმის ინდუსტრიაში სასიხარულო ტენდენცია გვაქვს”, – ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

კერძოდ, ქვრივიშვილის თქმით, იანვრის თვეში, ტურიზმიდან შემოსავალი 20%-ით გაიზარდა.

„ამ ეტაპზე ჩვენ სასიხარულო ტენდენცია გვაქვს ტურიზმის ინდუსტრიაში. 2020 წლის იანვარი დაიწყო შთამბეჭდავი ზრდის ტემპებით, რომელიც უდრის 19-20%-ს, უშუალოდ მოგზაურების, ისევე, როგორც ტურისტების მონაცემებით. ჩვენ, ასევე, საკმაოდ დიდი ზრდა გვაქვს უშუალოდ ტურისტების დანახარჯების კუთხით და სულ რაღაც იანვრის თვეში, ჩვენი შემოსავლები ტურიზმიდან ეკონომიკაში გაიზარდა 20%-მდე. ამ ეტაპისთვის ჩვენ არაფერი გვაქვს საგანგაშო, პირიქით, როგორც ციფრები იუწყება, აღნიშნული წელი უკვე ძალიან წარმატებულად დაიწყო ჩვენმა ქვეყანამ“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მსგავსი თემები