მიმდინარე რეფორმები არ ემსახურება განათლების დონის ამაღლებას – არმაზ ახვლედიანი

სახელისუფლებო პარტია ”ქართული ოცნების“ ყოფილი პოლიტიკური მდივანი არმაზ ახვლედიანი  განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმას უარყოფითად აფასებს და აცხადებს, რომ განათლების რეფორმასთან დაკავშირებით ქვეყნის მთავრობას სწორი, სახელმწიფოებრივი ხედვა არ გააჩნია.

​როგორც თამაზ ახვლედიანმა “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, ხელისუფლებას არ აქვს გააზრებული, ქვეყნის განვითარებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია განათლებული თაობები. ამ სფეროში მიმდინარე რეფორმები არ ემსახურება განათლების დონის ამაღლებას.

“ყოველ ჯერზე, როცა საქართველოში განათლების რეფორმაზე იწყება საუბარი, ვუშვებთ ერთ არსებით შეცდომას, წარსულშიც და დღესაც. ეს შეცდომა არის, ის რომ საქართველოს ხელისუფლებას, ყველა დროში, საუბედუროდ, არ აქვს გააზრებული განათლების გლობალური, კონცეპტუალური მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. განათლება საქართველოში არ ყოფილა და არც დღეს არის ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტი. შესაბამისად რეფორმა მეტწილად ემსახურება იმას, რომ აქა-იქ, ლოკალურად არსებული ცეცხლი ჩაქრეს. მაგრამ არა ისახავს მიზნად იმას, რომ მივიღოთ განათლებული თაობა და განათლების მეშვეობით განვითარდეს ქვეყანა,”- განაცხადა არმაზ ახვლედიანმა “მთავარში”.

მსგავსი თემები