“მიმდინარე რამდენიმე წელში ბუნდოვანებას და გაურკვევლობას ვხედავ“ – შოთა გულბანი

ეკონომიკის ანალიტიკოსი შოთა გულბანი მიიჩნევს, რომ საქართველო მოცემულ სიტუაციაში განყენებულად ვერ განიხილება და ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის გზა დამოკიდებულია, როგორც ეკონომიკაზე, ასევე პოლიტიკაზე. მისი აზრით „მტკიცებით“ ფორმაში განცხადებების გაკეთება არაგონივრულია.

„ჩვენ მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებული სავაჭრო და ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ პარტნიორებზე. ჩვენ, რომ ახლა პროგნოზი გავაკეთოთ, რომ ორ წელიწადში რეალურ კალაპოტს დავუბრუნდებით არარეალური იქნება. მე ვხედავ გაურკვევლობას და ბუნდოვანებას მიმდინარე რამდენიმე წლის განმავლობაში. ამ კრიზისი ნაკვალევი არ იქნება ერთ ან ორ წელზე, ეს იქნება რამდენიმეწლიანი ნაკვალევი და რაც უფრო კარგად და მალე გავაცნობიერებთ ამ ყველაფერს, მით უფრო მალე გადავდგამთ ქმედით ნაბიჯებს.“ – განაცხადა შოთა გულბანმა „მედიაცენტრ მთავარში.”

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები