“მიკროავტობუსებში ფეხზე დგომა აკრძალულია” – თბილისის მერის მოადგილე

თბილისის მერის მოადგილე მოსახლეობას ახსენებს, რომ მიკროავტობუსებში ფეხზე დგომა აკრძალულია. მისი თქმით, ბოლო დღეებში ამ რეგულაციის დარღვევის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა.

„ძალიან მკაცრია ჩვენი მითითება სამარშრუტო კომპანიის მენეჯმენტის მიმართ. ერთმნიშვნელოვნად პირველივე დღეს მერმა განაცხადა, რომ სამარშრუტო ტაქსებში ფეხზე დგომა აკრძალულია. ჩვენთვისაც არის ცნობილი ინფორმაცია, რომ არის შემთხვევები, როდესაც ფეხზე დგომის ფაქტები დაფიქსირდა და არა ერთი. შესაბამისად, დღის განმავლობაში არაერთხელ მიეცა მითითებები კომპანიას, რომ ამგვარი შემთხვევები მაქსიმალურად იყო აღკვეთილი“, – განაცხადა ბითაძემ.

მსგავსი თემები