მიკროავტობუსები კონდენცირების გარეშე იმოძრავებენ, ასევე  იკრძალება მგზავრის ფეხზე დგომა

დღეიდან განახლდა მიკროავტობუსების მუშაობაც, ტრანსპორტში მოქალაქეები პირბადეებით და წესების დაცვით იმგზავრებენ. საზოგადოებრივი ტრანსპორტი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში დადგენილი წესებით იმუშავებს.

როგორც თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში არ იმუშავებს კონდიციონერი, რადგან ვირუსის გავრცელებისთვის ერთ-ერთი საფრთხეა.

კახა კალაძის თქმით, ტრანსპორტს სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა, რაც ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება.

„მინდა ვთხოვო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის. მგონი, ყველა ვხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანია გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ხელი შევუწყოთ ამ რთულ ვითარებაში როგორც ეს წინა პერიოდში გავაკეთეთ. ის რომ საქართველო ვირუსთან ბრძოლაში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, ეს რა თქმა უნდა, საზოგადოების ძალიან დიდი დამსახურებაა და დიდი იმედი მაქვს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარების დროს გათვალისწინებული იქნება ყველა ის მოთხოვნა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ“, – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი თემები