“მიკროავტობუსების მოვლა-შენახვა, ყოველწლიურად, რამდენიმე ათეული ათასი ლარი ჯდება” – კომპანია

“დედაქალაქის მასშტაბით მოძრავ “თბილისის მიკროავტობუსის” კუთვნილ ყველა ყვითელ მიკროავტობუსს, ეტაპობრივად ჩაუტარდება ქიმიური წმენდა, მოხდება დაზიანებული სავარძლების შეკეთება და ჩანაცვლება”, – აღნიშნულის შესახებ განცხადებას კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი” ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების მოვლა-შენახვისთვის, ყოველწლიურად, რამდენიმე ათეული ათასი ლარი იხარჯება.

“დედაქალაქის მასშტაბით მოძრავ “თბილისის მიკროავტობუსის” კუთვნილ ყველა ყვითელ მიკროავტობუსს ეტაპობრივად ჩაუტარდება ქიმიური წმენდა, მოხდება დაზიანებული სავარძლების შეკეთება და ჩანაცვლება, ქიმწმენდა ავტომობილებს რეგულარულად უტარდებათ ყოველ ექვს თვეში ერთხელ შემოდგომაზე და გაზაფხულზე.

ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების მოვლა-შენახვისთვის ყოველწლიურად რამდენიმე ათეული ათასი ლარი იხარჯება.

მიმდინარეობს იმ ტიპის ხარვეზების აღმოფხვრა, რაც უშუალოდ მგზავრთა კომფორტულ გადაადგილებას უკავშირდება. გარდა ამისა, სამუშაო დღის დაწყებამდე ხდება ავტოფარეხში მიკროავტობუსის ზედაპირული დათვალიერება და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალებას შეკეთებამდე ეკრძალება ხაზზე სამუშაოდ გასვლა,”- აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები