“მიიღებთ ბოქლომების ომს” – რომან გოცირიძემ სხდომათა დარბაზს ბოქლომი დაადო

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პლენარულ სხდომათა დარბაზს ბოქოლმი დაადო.

როგორც გოცირიძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” პლენარული სხდომების ჩატარებას ბოიკოტს უცხადებს.

“არავინ არ აპატიებს ხალხზე ძალადობას ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას.“ როგორადაც არ უნდა გამოიყენონ ძალა, ეს პარლამენტი არის ბოქლომ დადებული, სხდომა არ გაიმართება. დაედება პარლამენტის პლენარულ სხდომას ბოქლომი. „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია პლენარული სხდომის მუშაობას უცხადებს ბოიკოტს და არ დაუშვებს, რომ ივანიშვილმა და მისმა გაკოტრებულმა გუნდმა, იძალადოს ხალხზე და არ მიიღოს კანონები, როგორსაც ითხოვს ხალხი. გინდათ ბოქლომების ომი? მიიღებთ ბოქლომების ომს. ამ პარლამენტში ეს ცხვრები, ეს მაჟორიტარები, რომლებიც ახლა ივანიშვილთან შეთანხმებულ ინიციატივებს ახმოვანებენ, აქ ვერ შემოვლენ,” – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მსგავსი თემები