“მივესალმები NDI-ს კვლევაში განათლებასთან დაკავშირებულ მაჩვენებლებს” – მარიამ ჯაში

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში დადებითად აფასებს განათლებასთან დაკავშირებულ პროცენტულ მაჩვენებლებს, რომელიც NDI კვლევებში იკვეთება.

როგორც მარიამ ჯაშმა “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, შედეგი, რომელიც განათლების სისტემასთან დაკავშირებული კვლევებიდან მივიღეთ, დაბალანსებულია.

“NDI-ს კვლევებში საკმაოდ საინტერესო ტენდენციები იკვეთება. მე განსაკუთრებით მივესალმები კვლევაში განათლებასთან დაკავშირებით მაჩვენებლებს. თავად მეთოდოგიაზე მუშაობის დროს, ჩვენ ერთად ვიმუშავეთ NDI-ს წარმომადგენლობასთან, რომ განათლებასთან არსებული საკითხები შესაბამისი ფორმულირებით ყოფილიყო ინტეგრირებული,” – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისივე განმარტებით, კვლევაში გამოკვეთილი პრობლემები გასათვალიწინებელია სახელმწიფოსთვის, კერძო და საჯარო სკოლებისთვის. “ის შედეგები, რომელიც მივიღეთ განათლების სისტემასთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ, არ იყო მოულოდნელი. არის საკმაოდ დაბალანსებული შეფასებები, პოზიტიურ, ასევე კრიტიკულ ჭრილში და ვფიქრობ, არის საინტერესო მოსაზრებები, რომლის გათვალისწინებაც როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სკოლებისთვის იქნება მისაღები,” – განაცხადა მარიამ ჯაშმა “მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები