მთიულეთში, გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმი აშენდება

მთიულეთში, კერძოდ გუდამაყარში, ქართველი მწერლის, სცენარისტის და კინორეჟისორის, გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმი აშენდება. ორსართულიან შენობაში, მწერლის პირადი კაბინეტი, ორი საგამოფენო დარბაზი, ბიბლიოთეკა და ადმინისტრაციული სივრცე განთავსდება.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში განუცხადეს, გოდერძი ჩოხელის მშობლიურ სოფელში სახლ-მუზეუმის ​ სამშენებლო სამუშაოების დასრულება შემოდგომაზეა დაგეგმილი.

​გოდერძი ჩოხელი ცნობილი ქართველი მწერალი, პოეტი, სცენარისტი და კინორეჟისორია. ის გუდამაყარში, სოფელ ჩოხში 1954 წლის 2 ოქტომბერს დაიბადა. გამოცემული აქვს ლექსებისა და მოთხრობების კრებულები: „ბინდისფერი ხეობა“, „თევზის წერილები“, „შემინახე, დედაო მიწავ!“, „სულეთის კიდობანი“, „არჩევნები სასაფლაოზე“ და რომანები: „მგელი“, „მღდვლის ცოდვა“, „ადამიანთა სევდა“ და „სულეთის კიდობანი“. გოდერძი ჩოხელს გადაღებული აქვს თექვსმეტი მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმი. მწერალი 2007 წელს გარდაიცვალა.

მსგავსი თემები