მთის მოსახლეობის ფულადი დახმარებისთვის 110 მლნ ლარი დაიხარჯა ​

​მთის შესახებ კანონის ფარგლებში, მოსახლეობის ფულადი დახმარებისთვის დღემდე 110 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული. აქედან, დაახლოებით 19 მილიონი ლარი ახალდაბადებულ ბავშვებზე გაიცა, 61 მილიონი – საპენსიო დანამატისთვის, მასწავლებლებსა და მწვრთნელებზე დანამატის სახით გაიცა დაახლოებით 20 მილიონი ლარი; 8 და 9 მილიონი ლარი სოციალურ პაკეტზე და სამედიცინო პერსონალისთვის დანამატის სახით; დაახლოებით 315 საწარმო სარგებლობს საგადასახადო შეღავათებით.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ექსპო ჯორჯიაში“ დღეს, მთის განვითარების სტრატეგიის წარმოდგენისას განაცხადა, მთის მკაცრ პირობებში ცხოვრების სირთულიდან გამომდინარე თითოეული მთაში მცხოვრები ადამიანის ღვაწლი განსაკუთრებით დასაფასებელია.

მისივე თქმით, მთის საკითხებზე მუდმივად მუშაობს მთის ეროვნული საბჭო და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი, რომელმაც უკვე გამოყო 66 მილიონი ლარი მთაში ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად.

“მთა საქართველოს ისტორიულ-კულტურული სიმდიდრეა და ჩვენი ვალია, მოვუფრთხილდეთ ამ დიდ სიმდიდრეს, შევინახოთ და დავიცვათ დაცლისგან“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები