“მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები, თქვენი დედაც” – საკრებულოს წევრი გაფრინდაშილს

თბილისის საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან” ერეკლე კუხიანიძე უკანონო პატიმრობაში მყოფი ექიმის ოჯახს აკრიტიკებს და აგინებს. კუხიანიძე პროვოკატორს უწოდებს თავად ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილსაც, რომელიც რუსმა სამხედროებმა დააკავეს და ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში ჰყავთ.

“ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით – როდესაც იცი იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ. ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება – ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები თქვენი დედაც!”, – დაწერა ერეკლე კუხიანიძემ სოციალურ ქსელში.

საკრებულოს წევრის ამ განცხადებას დეპუტატი, ლადო კახაძე გამოეხმაურა. როგორც კახაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ექიმი ვალდებულია, დაეხმაროს ყველას, ეს იქნება ხელოვნურად შექმნილ საზღვართან, თუ ვიღაცის შიშით.

“ექიმი არის დონორი, უნარჩუნებს და გასცემს ზოგჯერ თავის სიცოცხლესაც კი სხვა ადამიანის გადასარჩენად, ამიტომ მისი პროფესიული საქმიანობა სცილდება ყველანაირ პოლიტიკას. ექიმები ყველა პოლიტიკაზე მაღლა დგანან. ყველა ის ქმედება, რომელსაც ექიმი ახორციელებს სხვა ადამიანის დასახმარებლად, ხელშეწყობის გარდა, არაფერს იმსახურებს. ხელის შეშლა – ესაა დანაშული. ჩვენს ქვეყანას მხოლოდ ერთიანობა გადაარჩენს მხოლოდ და ამ ერთიანობას ჰყავს ძალიან დიდი მტერი, როგორც შიგნით, ისე გარეთ. მაგრამ შიდა მტერი, ყოველთვის ნაკარნახევია გარე მტრისაგან. ყველა ქმედება, რომელიც მაპროვოცირებელი იქნება და ფაზის გაცხელებას მოემსახურება, რომელიც ჩვენ 2008 წელს გავიარეთ, იქნება ისევ ჩვენი მტრის სასარგებლოდ.

ვაჟა ექიმის პროვოკაცია ვაჟას პროფესიული საქმიანობა მოითხოვს, თუ სადმე გაჭირვებაა იქ იყოს. ამ შემთხევაში ის იყო პაციენტთან. ექიმს სადაც არ უნდა დაუძახონ, მათ შორის მეც, ვალდებული ვარ ჩემი ფიციდან გამომდინარე, ადამიანს დაეხმარო. ეს ხელოვნურად შექმნილ დემარკაციულ ხაზთან იქნება, თუ ვიღაცის შიშით, რომ პროვოკაციაში არ ჩამითვალონ. მე გადავდგამ ამ ნაბიჯს და წავალ ადამიანის დასახმარებლად. ამიტომ მის ქმედებაში მაპროვოცირებელს ვერაფერს ვერ ვხედავ”, – განაცხადა ლადო კახაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი თემები