“მთავრობის მიერ შედგენილ ჩამონათვალში არსებული პროდუქტების მინიმუმ სამი თვის მარაგი გვაქვს” – ტიტე აროშიძე

მთავრობის შედგენილ ჩამონათვალში მითითებული ცხრა დასახელების პროდუქტების სამი თვის მარაგი არსებობს. ამის შესახებ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ტიტე აროშიძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, რეგიონში აქტიურად ხორციელდება შეზღუდვების მონიტორინგი, ასევე კონტროლდება კომერციული თუ სახელმწიფო ობიექტები ჰიგიენისა და დეზინფექციის კუთხით. დღეს საღამოს კი, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბათუმის მერიასთან ერთად ქალაქის ქუჩების დეზინფექციას დაიწყებს.

„იმ ცხრა პროდუქტთან დაკავშირებით, რომელიც მითითებულია მთავრობის მიერ შედგენილ ჩამონათვალში, გვაქვს მინიმუმ სამი თვის მარაგი, რომელიც ყოველდღიურად ივსება როგორც პორტის, ასევე სარფის საბაჟოდან შემომავალი ტვირთებით. ასე რომ, როგორც ბათუმში, ასევე მუნიციპალიტეტებში მარაგების კუთხით არის კარგი მდგომარეობა“, – განაცხადა პირველ არხთან ტიტე აროშიძემ.

მსგავსი თემები