მთავრობის განკარგულება ჩინეთში ფრენის შეწყვეტასთან დაკავშირებით

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განკარგულებით, კორონავირუსის თავიდან ასცილებლად ჩინეთში პირდაპირი ფრენები 2020 წლის 28 იანვრიდან 29 მარტამდე შეწყდება.

კორონავირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილებისა და შესაძლო გავრცელების შემთხვევაში ეფექტიანი რეაგირების მიზნით, საქართველოს მთავრობამ გამოსცა შესაბამისი განკარგულება და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

განკარგულების თანახმად, თითოეულ უწყებას, კომპეტენციის ფარგლებში დაევალა შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა. ღონისძიებებს კოორდინაციას უწევს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა საჭიროების შემთხვევაში ფინანსური რესურსების გამოყოფა სათანადო ასიგნებებიდან, მათ შორის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს საზოგადოებისა და მედიის სწორად ინფორმირების უზრუნველყოფასაც, რისთვისაც საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს ეთხოვა კორონავირუსის და მისი ზემოქმედების რისკის შემცირების შესახებ ფართო საზოგადოებისთვის ზუსტი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება.

მსგავსი თემები