“მთავრობებს არ უნდა ჰქონდეთ უფლება, ხანგრძლივად ჩაერიოს ადამიანების ცხოვრებაში” – ექიმი

“ყველა მთავრობა ყოველთვის ცდილობს, რომ მაქსიმალური კონტროლი და ძალაუფლება ჰქონდეს იმისთვის, რათა იმოქმედოს. ყველა ნორმალურ, დემორატიულ სახელმწიფოში უნდა იყოს მექანიზმები, რომელიც ამის საშუალებას არ მისცემს“, – ამის შესახებ ქართველმა ექიმმა, სან ფრანცისკოს „კაიზერ პერმანენტეს“ ქრონიკული ტკივილის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი მიქელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვირუსის მასშტაბური გავრცელების პირობებში ინფექციასთან საბრძოლველად კონტროლი საჭიროც შეიძლება იყოს, მაგრამ ხანგრძლივი ვადით ეს საფრთხის შემცველია.

„თვალყურის დევნება, სად იყავი, როგორ იყავი, რომ მერე, თუ ავად გახდი, ნახონ, ვისთან გქონდა ურთიერთობა და როგორ, ერთი მხრივ კარგია, მაგრამ მეორე მხრივ, თუ არცთუ ისე კეთილსინდისიერი მთავრობა გყავს, რამხელა ინფორმაციას იღებენ, რომელიც შეიძლება შენს წინააღმდეგ გამოიყენონ? ასე რომ, ეს თავისუფლებები უნდა გაიცეს ძალიან ფრთხილად და მალევე უნდა დაუბრუნდეს მოსახლეობას, რადგან არავითარი უფლება მთავრობებს არ უნდა ჰქონდეთ, რომ ხანგრძლივად იყვნენ ჩარეული შენს ცხოვრებაში“, – აცხადებს ქართველი ექიმი

მსგავსი თემები