მთავრობა იმ მოქალაქეებსაც დაეხმარება, რომლებსაც ბინის შეძენა სურთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა მოსახლეობას იპოთეკურ სესხებს წლის ბოლომდე დაუსუბსიდირებს. პრემიერის თქმით, მთავრობა ყველას დაუდგება გვერდში, ვისაც საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება სურს.

„არსებობს გეგმა, რომელიც დაეხმარება არა მხოლოდ კომპანიებს, არამედ იმ ადამიანებს, ვინც გეგმავს ბინის შეძენას. ან, პირველადი შენატანი უკვე გადაიხადეს. ყველა რისკი სახელმწიფოსგან იქნება დაზღვეული. დღეიდან, წლის ბოლომდე, სახელმწიფო მოახდენს ყველა იპოთეკური სესხის სუბსიდირებას ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც გადაწყვეტს წლის ბოლომდე იპოთეკური სესხის აღებას და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას“, – განაცხადა გახარიამ საპარლამენტო ტრიბუნიდან.

მსგავსი თემები