მთავრობა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ქმნის

მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის 487-ე დადგენილებით, მთავრობა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ქმნის. 

დადგენილების თანახმად, ახლადშექმნილ სააგენტო სოციალური მომსახურების სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცემა, შრომისა და დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით.

იმავე დადგენილებით, წამლის სააგენტო სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთან ერთიანდება. შედეგად, ჩამოყალიბდება სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო. 

აღნიშნული დადგენილების თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ეკომიგრანტებთან დაკავშირებული ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ეფექტიანი მართვის მიზნით, იქმნება სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

მსგავსი თემები