მთავრობაში საკადრო ცვლილებები აუცილებელია – დავით ჭიჭინაძე

​საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე, მთავრობაში საკადრო ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს და მიაჩნია, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში დღეს წარმოდგენილი გუნდი  პრაქტიკულად ვერ ართმევს თავს იმ დასახულ ამოცანებს, რომელიც მათ წინაშე დგას.

„ჩვენ ვუყურებთ საკმაოდ მძიმე სიტუაციას ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით, საკმაოდ სერიოზული ბრალდებები ისმის თავდაცვის მინისტრის მიმართ. არ აქვს “ქართულ ოცნებას” დღეს იმის ფუფუნება, რომ ყურადღება მოადუნოს და ნებისმიერ ასეთ ინფორმაციაზე, რომელიც საზოგადოების გაღიზიანებას იწვევს, რეაგირება არ მოახდინოს. სწორედ ეს ქმნის ქვეყანაში არასტაბილურ გარემოს”, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

დეპუტატის შეფასებით, ხარვეზებია პარლამენტის მუშაობაშიც. საკანონმდებლო ორგანო სათანადოდ ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. არსებული პარლამენტის ის არის მთავრობის მორჩილი ორგანო, რომელიც უსიტყვოდ ამტკიცებს მთავრობის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტებს.

მსგავსი თემები