„მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ანაკლიის პორტზე ინვესტორების განწყობა არ შეიცვალოს“ – ბიზნესომბუდსმენი

“მთავრობას დეკლარირებული და ბიუჯეტში გათვალისწინებული აქვს ის ვალდებულებები, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებისთვის არის საჭირო. ეს ნაბიჯები არ უნდა გაჩერდეს. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ინვსეტორებთან მრავალჯერ უნდა გაესვას ხაზი ქვეყნისთვის ამ პროექტის მნიშვნელობას. ამ მიმართულებით აუცილებელია კომუნიკაციის მაღალი ხარისხი”- განაცხადა ბიზნესომბდუსმენმა ანაკლიის პორტის პროექტის შესახებ მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე საუბრისას.

ირაკლი ლექვინაძის თქმით, ასეთ საქმეებს ინვესტორები განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან და ამიტომ, აუცილებელია მათ არ ჰქონდეთ სანდო ინფორმაციის დეფიციტი.

„მამუკა ხაზარაძემ საჯარო განცხადებაში კითხვის ნიშნები დასვა ანაკლიის პორტის პროექტის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით. ეს ძალიან ყურადსაღებია. მთავრობამ, ვფიქრობ, ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ პროექტზე ინვესტორების განწყობებს საფრთხე არ შეექმნას“- ამბობს ბიზნესომბუდსმენი.

მსგავსი თემები