“მთავრობამ სასწრაფოდ უნდა გაწყვიტოს ხელშეკრულება ხაზარაძესთან” – დავით ჭიჭინაძე ანაკლიის პორტზე

„თუ ხელისუფლებამ სასწრაფოდ არ გაწყვიტა მამუკა ხაზარაძესთან ხელშეკრულება  და თავად არ დაიწყო აშშ-სთან და მათ საინვესტიციო ჯგუფთან საუბარი, მაშინ გამოდის, რომ ხელისუფლება მართლა ცდილობს, ანაკლიის პროექტი არ განხორციელდეს,“ – აღნიშნული განცხადება, დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა.

დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ანაკლიის პორტი, პოლიტიკური სპეკულაციის თემად იქცა და მას კომერციასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

დეპუტატი  ანაკლიის პორტის მონაცემებს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ პროექტის განსახორციელებლად საჭიროა, სახელმწიფომ დროულად მიიღოს გადაწყვეტილება.

„როდესაც ასეთი მნიშვნელობის სტრატეგიულ ობიექტზეა საუბარი, ამ პროექტს კომერციულთან უკვე ნაკლები შეხება აქვს და აქ სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. კერძო პირებზე კი არ უნდ ავიყოთ დამოკიდებული, სწორედ სახელმწიფოების დონეზე  უნდა გადაწყდეს დაფინანსება!  ამისთვის კი, მთავრობამ სასწრაფოდ   უნდა გაწყვიტოს  ხელშეკრულება ხაზარაძესთან და თავად დაიწყოს აშშ-სთან და იმ საინვესტიციო ჯგუფთან საუბარი.

ანაკლიის პორტის კომერციულ დასაბუთებას მე თავიდანვე ვერ ვხედავდი. იმიტომ რომ, არსებობს მონაცემები რომელიც  გამოქვეყნებული იყო და რომელში  ჩაღრმავება რატომღაც  არავის უნდა.  

 – 7  ნავსაყუდელით ასი მილიონი ტვირთი ვერანაირად  ვერ გადაიტვირთება. ასეთი ფენომენი უბრალოდ არ არსებობს. ამისთვის უნდა აშენდეს 35 ნავსაყუდელი, როგორც იყო კიდეც თავიდან გათვლილი, როდესაც  ლაზიკის პროექტი კეთდებოდა;

 – ანაკლიის ელექტროენერგიით უზრუნველყოფას, დამატებით 200 მეგავატიანი სიმძლავრის  ელექტროსადგური სჭირდება, რომელმაც ამ ეტაპზე ნამდვილად არ გვაქვს და არც ის არის განსაზღვრული, როდის ან სად აშენდება;

 – 100 მილიონიანმა ტვირთმა რომ გაიაროს, მილიარდი დოლარის ინვესტირება მაინცაა საჭირო;

 – კასპიის ზღვაზეა ინფრასტრუქტურაა მოსაწყობი, რომელსაც მარტო ჩვენი ქვეყნის ნებართვა ნამდვილად არ ყოფნის,“  – განაცხად დავით ჭიჭინაძემ.

მსგავსი თემები