“მთავარი საზრუნავია, უსაფრთხოდ იყოს ე.წ. გამყოფ ზოლთან მცხოვრები მოსახლეობა“- ვახტანგ გომელაური

შს მინისტრობის კანდიდატიმა, ვახტანგ გომელაურმა, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს ე.წ. სასაზღვრო ნიშნის დამონტაჟებისას საუბრისას განაცხადა, რომ ამ დროისთვის დასაზუსტებელია, კონკრეტულად რომელ ტერიტორიაზეა ე.წ. სასაზღვრო ნიშა დამონტაჟებული.

მისი თქმით, მთავრი საზრუნავია, ე.წ. გამყოფ ზოლთან მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება.

„ცხელი ხაზი გაააქტიურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკურმა დეპარტამენტმა. ჩართულია როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ხვალ ტექნიკური შეხვედრაა, იქაც დადგება ეს საკითხი, დაზუსტდება და აუცილებლად გაცნობებთ ინფორმაციას. ახლა მთავარი საზრუნავია, უსაფრთხოდ იყოს ე.წ. გამყოფ ზოლთან მცხოვრები მოსახლეობა“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებული ინფორმაციით სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს „მესაზღვრეებმა“ ე.წ. სასაზღვრო ნიშანი დაამონტაჟეს.

მსგავსი თემები