„მთავარია კითხვას გაეცეს პასუხი, შაქარაშვილის დაზიანებები იყო თუ არა სიცოცხლისთვის საშიში“ – ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“

„გამორიცხვით ვერაფერს გამოვრიცხავ, როგორც ადვოკატს ჩემი პოზიცია მაქვს, ვფიქრობ რომ ამ ჩხუბის დროს შესაძლოა რამდენიმე ვერსია განვითარებულიყო,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში მოწმის სტატუსით ფიგურანტი 2 ახალგაზრდას ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ განაცხადა.

 ადვოკატი საბოლოო დასკვნას ელოდება:

„საბოლოო დასკვნა ამ საქმეზე არ არსებობს, შესაბამისად მთავარია კითხვაზე გაეცეს პასუხი შაქარაშვილს გარდაცვალებამდე ჰქონდა თუ არა დაზიანებები და იყო თუ არა საშიში სიცოცხლისთვის,“ – განაცხადა მუხრან ღურწკაიამ „მედიაცენტრ მთავარში.“

მსგავსი თემები