მე-9 სართულიდან 16 წლის ბიჭის გადმოვარდნის საქმეზე ექვსი პირი დააკავეს

ვარკეთილში 23 სექტემბერს, მეცხრე სართულიდან 16 წლის ბიჭის გადმოვარდნის საქმეზე ექვსი პირია დაკავებული. 

შსს-ში აცხადებენ, რომ საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამასთან, გამოძიება მიმდინარეობს კიდევ ერთი, სსკ-ის 178-ე, ძარცვის მუხლით.

საქმის დეტალების შესახებ ინფორმაცია ხვალ გახდება ცნობილი.

23 სექტემბერს, ვარკეთილში, მე-9 სართულიდან არასრულწლოვანი გადმოვარდა და დაიღუპა.

მსგავსი თემები