„მე მინდა დავიწყო მადლობით იმ ადამიანების წინაშე, ვინც წინა ხაზზე არიან“ – გიორგი გახარია

„ხაზგასმით მინდა მადლობა გადავუხადო ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც რჩებიან სახლში და იცავენ ყველა იმ პირობებს რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის“ – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა გიორგი გახარიამ საგანგებოდ გამართულ სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გახარიამ მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს, რომლებიც მისივე განმარტებით შეგნებულად უდგებიან დაწესებულ შეზღუდვებს.

„მინდა დავიწყო მადლობით იმ ადამიანების წინაშე, ვინც არიან წინა ხაზზე ეპიდემიასთან ბრძოლაში. დღეს ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ პასუხისმგებლობა გვეკისრება თითოეული ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, ამიტომ ყველა ის ნაბიჯი, რასაც მთავრობა დგამს გამოწვეულია სიცოცხლის გადარჩენის მოტივაციისთვის და შემდეგ ეკონომიკისთვის.

საკოორდინაციო საბჭოს შექმნა ჯერ კიდევ იანვრის დასაწყისში მოხდა, თუმცა პირველი ინფიცირებული გვყავდა 26 თებერვალს, ამას თავისი კონკრეტული შედეგი მოჰყვა და ხანდახან, როცა ვადარებთ საქართველოს მონაცემებს კოვიდთან ბრძოლის კუთხით ჩვენს რეგიონში და მსოფლიოში, ვხედავთ ბევრ დადებით დინამიკას და ამის მიზეზი გახლავთ ის , რომ ჩვენ საკმაოდ ადრე დავიწყეთ მზადება, ასევე აღსანიშნავია, რომ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა 21 მარტს.“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები