“მეეჭვება, რომ საარჩევნო პროცესის ვადები მოსწრებადი იყოს” – გედავან ფოფხაძე

“საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით რა შეთანხმებაც არსებობს რომ დაირღვეს, ეს იქნება ძალიან დამაზარალებელი”,- ამის შესახებ პარლამენტის წევრმა გედევან ფოფხაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

ფოფხაძე თვლის, რომ მოცემულ სიტუაციაში, საარჩევნო სისტემა თავისუფალ გარემოში ვერ წარიმართება. მისივე განმარტებით, ხელისუფლებისა და რადიკალური ოპოზიციის გარდა, მოსახლეობამდე თავისი პროგრამის მიტანას სხვა ოპოზიციური პარტიები ვერ შეძლებენ.

„თუ ჩვენ, რაღაც გარემოებებს არ გავითვალისწინებთ და არ ვასრულებთ არ იქნება ჯანმრთელი პოლიტიკური პროცესი. ხელისუფლებამ რამდენჯერმე ისარგებლა პანდემიის  ფაქტორებით და პირობა არ შეასრულა. ხელისუფლებას შეუძლია აპელირება შექმნილი გარემოებით, რაც დამაზიანებელია პოლიტიკური პროცესებისთვის. ჩვენ ახლა  სახელმწიფო ინსტიტუტებზე უნდა ვიფიქროთ, რასაც საფრთხე ემუქრება. მეეჭვება, რომ  საარჩევნო პროცესის ვადები მოსწრებადი იყოს”- განაცხადა გედევან ფოფზაძემ “მედიაცენრ მთავარში”.

მისივე შეფასებით, შეუძლებელია, პოლიტიკურმა სუბიექტებმა საარჩევნო კამპანიის ჩატარება შეძლონ.

“ეს არის რეგრესულად მორჩილი უმრავლესობა. ყველამ ვიცით, რომ კონსტიტუციაში ცვლილებებს აქვს თავისი დადგენილი პროცედურები: ცვლილებების კენჭისყრა ორჯერ უნდა მოხდეს, ჩატარდეს სახალხო განხილვები, გამოდის, რომ ცალმხრივად მივაწვდით მოსახლეობას ინფორმაციას თუ არსებულ რეჟიმში ჩატარდება საკონსტიტუციო ცვლილელები. ჩვენ არსებული სიტუაციიდან ადეკვატურად უნდა გამოვიდეთ. პირობა არის ის, რომ კონსტიტუცია უნდა შეცვალო კანონით დადგენილი წესით და არჩევნები ჩაატარო თანაბარ პირობებში. მე, რაც თავი მახსოვს სულ არის ლაპარაკი ჯანსაღ საარჩევნო გარემოზე და ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი ისე, რომ ამით მოხდეს დაშინებაც და მოსყიდვაც” – განაცხადა დეპუტატმა.

ფოფხაძე ფიქრობს, რომ საგანგებო მდგომარეობაში არჩევნების ჩატარება ავტომატურად ნიშნავს, რომ მხოლოდ ერთ პოლიტიკურ სუბიექტს ეძლევა კამპანიის წარმოების საშუალება.

“ხელისუფლებას დარჩა საარჩევნო ველზე, როგორც ერთი მოთამაშე. რეალური ვითარება არის ის, რომ დღეს არის ერთი პოლიტიკური მოთამაშე, რომელიც ადგენს ყველა წესს. სწორედ ის განსაზღვრავს, როგორ დაგეგმოს ვადები. საგანგებო მდგომარეობიდან პირდაპირ საარჩევნო რეჟიმში შესლვა ნიშნავს, რომ მოსახლეობა ვერ გააკეთებს პოზიტიურ არჩევანს. საარჩევნო პროცესი ნიშნავს ადამიანმა დამოუკიდებლად მიიღოს არჩევანი და ამისთვის საჭიროა მათ მიიღონ მეტი ინფორმაცია, ამ მოცემულობაში კი ის დგება იმ არჩევანის წინაშე ან მხარი დაუჭიროს ხელისუფლებას ან რადიკალურ ოპოზიციას“ – განაცხადა გედევან ფოფხაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრმთავარის” მასალისგამოყენებისშემთხვევაში, აუცილებელიაწყაროსდალინკისმითითება

მსგავსი თემები