„მე ვიცი ბიძინა ივანიშვილის ფასი… ის სტაბილურობის გარანტია“ – თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის პარლამენტშიო სიტყვით გამოცვლა ბიძინა ივანიშილის დამსახურებებსაც შეეხო, როგორც დღეს მინისტრმა საპარლამენტო ტრიბუნიდან განაცხადა, ბიძინა ივანიშილი, ოპოზიციის მხრიდან, ასე მარტივად სახსენებელი არ არის.

„ეს ბიძინა ივანიშვილი ასე მარტივად სახსენებელი არ არის. ბატონ ბიძინაზე მე ვიცი ძალიან ბევრი კარგი რამ. ის სიკეთეები ვიცი, რაც მას უკეთებია, მეტი არაფერი არ ვიცი. მე ვიცი მისი ფასი. ბიძინა ივანიშვილის ფასი ამ ქვეყანაში არის ის, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც დღეს არის გარანტი ქვეყანაში მშვიდობოიანობის, სტაბილურობის და იმის, რომ ჩვენს სუვერენიტეტს სხვა ქვეყნებმა პატივი სცენ. აი, ეს არის. ეს ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალქისთვის, საკმარისიოა რომ მის გვერდით ვიდგე, ვიქნები მინისტრი თუ ამომრჩეველი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა საპარლამენტო ტრიბუნიდან.

მინისტრის თქმით, ის გუნდიდან გახტომას არ აპირებს და გუნდიდან არც ყოფილი თანაგუნდელების წასვლა ახარებს: „ მე არსად გახტომას და გამოხტომას არ ვაპირებ. არ ვიქნები, ამ ხალხის მიერ ნდობაგამოცხადერბული მინისტრი? ეს არ არის პრობლემა და მე ვიქნები ამ გუნდის წევრი და არც „ქართული ოცნებს“ პარტიის წვერობა მჭირდება ამისთვის. არ მიხარია, არც ბესელიას წასვლა, არც გედის წასვლა, მაგრამ ეს მათი არჩევანია. მე მათ პატივს ვცემ დღესაც. ეს ჩემი გუნდია, ეს არის გუნდი, რომლის განქიქებით თქვენ ხართ დაკავებული და მერე არ მოგწონთ, როდესაც პოლიტიკურ რიტორიკაში მოგყვებით. ვერ მიხილავთ თქვენს წინაშე დაბეჩავებულს, ხმა აკანკალებულს და თავის მართლების რეჟიმში გადასულს“, – მიმართა მინისტრმა საპარლამენტო ოპოზიციას.

მსგავსი თემები