„მე ვიცი ბევრი ადამიანი, ვინც უგულავას პოლიტპატიმრად არ თვლის“ – კობა ნარჩემაშვილი

„დღეს პოლიტიკოსების უმეტესობა ლაპარაკობს ხალხის სახელით, სულერთია აქვთ მათ ხალხის მხარდაჭერა თუ არა“ -ამის შესახებ „დამოუკიდებელმა დეპუტატმა“ კობა ნარჩემაშვილმა „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა

ნარჩემაშვილი თვლის, რომ „პოლიტპატიმრების“გათავისუფლების მოთხოვნა ხალხის სახელით პოლიტიკური სპეკულაციაა. “მე მაგალითად ვიცი ძალიან ბევრი ადამიანების რაოდენობა, ასეულობითაა ეს, რომელიც უგულავას და იმ რეჟიმის შემოქმედებს პოლიტპატიმრებად არ თვლის, მაგრამ ეს ორი ძალა დღეს ერთმანეთს უწყობს ხელს, ეს ვითარება არ ასახავს საზოგადოების განწყობებს. ესაა მათი სურვილი თავის ვიწროპარტიული ინტერესები განაცხადონ ხალხის მოთხოვნად“ – განაცხადა ნარჩემაშვილმა. იგი თვლის, რომ მსგავსი სპეკულაციები ქართულ პოლიტიკას ბოლო 30 წელია ახასიათებს.

მსგავსი თემები