„მე ვზრუნავ, რომ ვეძებოთ ყველა გზა და საშუალება, რათა მშვიდობიანად დავიბრუნოთ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები“ – პრეზიდენტი

„ჩვენი მთავარი მიღწევა სწორედ ის არის, რომ ოკუპაციამ ვერ გადაგვიყვანა არჩეულ გზიდან და ვერ შეარყია ჩვენი მთავარი მონაპოვარი – დემოკრატია და სტაბილურობა“ – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე.

პრეზიდენტი ფიქრობს, რომ  პრეზიდენტი არ უნდა რეაგირებდეს მუდმივად სხვის მიერ დაგეგმილ პროვოკაციებზე.

„რაც შეეხება საოკუპაციო ხაზს, პრეზიდენტი უნდა ზრუნავდეს იქ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებზე. მთავრობასთან ერთად ზრუნავდეს მათი პირობების გაუმჯობესებაზე, რამეთუ ისინი ქვეყნის მთლიანობის სადარაჯოზე დგანან. მაგრამ, პრეზიდენტი არ უნდა რეაგირებდეს მუდმივად სხვის მიერ დაგეგმილ პროვოკაციებზე და სხვისი დღის წესრიგის მიხედვით არ უნდა მოქმედებდეს. ჩვენი მთავარი მიღწევა სწორედ ის არის, რომ ოკუპაციამ ვერ გადაგვიყვანა არჩეულ გზიდან და ვერ შეარყია ჩვენი მთავარი მონაპოვარი – დემოკრატია და სტაბილურობა.  მე ვზრუნავ იმაზე, რომ ვეძებოთ ყველა გზა და ყველა საშუალება, რათა მშვიდობიანად დავიბრუნოთ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები, რომ გაყინული მდგომარეობიდან გამოვიდეთ, რომ ჩვენი პარტნიორების ამ მიზნით ამოქმედება და მათგან უფრო მეტ მხარდაჭერას მივაღწიოთ სრულიად უკანონო “ბორდერიზაციის” პროცესის შესაჩერებლად,“ – აღნიშნა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

24 აგვისტოს, პრეზიდენტის სასახლეში კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით მიღება გაიმართა.

მსგავსი თემები