„მე ვარ მსხვერპლი, ჩემი ოჯახის არის მსხვერპლი და ვიბრძოლებ სრული რეაბილიტაციისთვის“ – თემურ აბაზოვი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

მარნეულის ყოფილმა მერმა თემურ აბაზოვნა ადვოკატთანერთად, „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო პრესკონფერეცია  გამართა და იმ დეტალებზე ისაუბრა, რის გამოც აღმოჩნდა ის უკანონო პატიმრობაში. როგორც თემულ აბაზოვმა განმარტა, ის მსხვერპლია და რეაბილიტაციასაც შეძლებს.

„ყველაზე საინტერესო არის, რომ ჟურნალისტები საქმეში ჩახედულები არ არიან, არ იციან, როგორ მიმდინარეობდა სასამართლო პროცეები, არ იციან რამდენი ადამიანი იქნა დაკითხული და მტკიცებით ფორმაში საუბრობენ. არც ერთი მოწმე, ერთის გარდა, არ ამბობს რომ მე დანაშაული ჩავიდინე. სასამართლომ 130-მდე მოწმე დაკითხა, არც ერთი მოწმე არ იძახის, რომ აბაზოვს რამე დანაშაული ქონდა ჩადენილი. ერთადერთი მოწმე დარჩა ერთადერთად და ეს არის თავად დაზარალებული“ – განაცხადა თემურ აბაზოვმა „მედიაცენტრ მტავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე განცხადებით, ე.წ. დაზარალებილა მასთან პირადი წყენა ჰქონდა და არ გამორიცხავს, ეს ყველაფერი ანგარიშსწორებისთვის მოეწყო.

„ის ჩემთან მოვიდა და სამსახური მთხოვა.  არც ენა იცოდა, არც დიპლომი ჰქონდა. სამსახური ხდება კონკურსით და უარი ვითხარი. ის იყო ჩემზე გადანწყენებული და მოაწყვეს ასეთი კადრები. ვინ იყო რატომ გააკეთა, ვინ გააკეთებინა და გააკეთებინა თუ არა, ეს მე არ ვიცი. ვიცი ის, რომ მე ვარ უდანაშაულო, მე ვარ მსხვერპლი ჩემი ოჯახი არის მსხვერი, ჩემი შვილები არიან მსხვერლები“ – გააცხადა მარნეულის ყოფილმა მერმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მან ბიძინა ივანიშვილთან მეგოვრობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნაცნობობის თუ მეგობრობის გამო, არ შეიძლება უდანაშაულო ადამიანის გაწირვა.

„არ შეიძლება, ნებისმიერ თემაზე ბიძინა ივანიშვილის დაკავშირება. გასაგებია, რომ სიტყვა ბიძინა ივანიშილის სახელი და გვარი ეფექტს ქმნის, მაგრამ, არ შეიძლება, ადამიანი რომელსაც დანაშაული არ აქვს ჩადენილი, ის დაისაჯოს იმიტომ რომ ვიღაცას იცნობს. ნახევარი წელი ვიჯექი ციხეში არაფრისთვის. როგორ შეიძლება იმის იძულება, რომ ადამიანს მოაშარდინო. ის თვითონ აცხადებს, რომ ეს იყო ლუდი და მან ლუდი წაისვა. არაერთი ექსპერტიზა ჩატარდა, სახეზე არ აღმოჩენილა შარდის ნიმუში, ჩემი ხმის ნიმუშიც აიღეს, რომელიც არ დაემთხვა ჩანაწერს, არავინ ადასტურებს, რომ ადგილზე ვიყავი, არც ტანსაცმელმა აჩვენა რამე საეჭვო, არც ჩემი ანაბეჭდი აღმოჩნდა და როგორ შეიძლება უდანაშაულო ადამიანი დაისაჯოს“ – განაცხადა აბაზოვმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მისი თქმით, მოსამართლემ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და ის სრული რეაბილიტაციისთვის იბრძოლებს. რისთავის საქალაქო სასამართლომ თემურ აბაზოვი გუშინ გაამართლა. პროკურატურა კი საქმის გასაჩივრებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ მარნეულის ახალგაზრდა მერი თემურ აბაზოვი 2019 წლის 11 ივნისს,  ადგილობრივი მკვიდრის მიმართ ძალადობის ქმედების გამო დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული ძალადობის მიზეზი „მსხვერპლის“ მხრიდან ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის ცუდად მოხსენიება და შეურაცხყოფა გახდა, რის გამოც, მარნეულის მერმა მასზე იძალადა და საკუთარი შარდით პირი დააბანინა.

„მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მსგავსი თემები