“მე არ მივდივარ ტაძარში. ჩვენ უნდა დავრჩეთ სახლში” – თეა წულუკიანი

“მინდა დავიწყო მოწოდებით, ტაძრებში ჩვენ არ უნდა წავიდეთ, ჩვენ უნდა დავრჩეთ სახლში” – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა განაცხადა.

თეა წულუკიანის თქმით, ეკლესია ვერ შეძლებს დისტანციის გაკონტროლებას და ასეთ შემთხვევაში ეპიდაფეთქებას მივიღებთ.

„ყველას ვისაც ჰქონდა დაგეგმილი, ყველაში მე ვგულისხმობ ყველას, ეს მნიშვნელოვანი რამე გაეტარებინა ტაძარში, ახლა ეს გვერდზე უნდა გადავდოთ. რაც არ უნდა საჭიროება გვქონდეს ამის. მე არ მივდივარ ტაძარში. მგონია, რომ პასუხისმგებლიანმა მოქალაქემ უნდა გაიგოს, რომ თუ სახელმწიფომ ტაძრები არ დაკეტა და ეკლესია თავისით არც და ვერც დაკეტავდა, იმას არ ნიშნავს, რომ ტაძარი უნდა გაივსოს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი თემები