„მეუფე პეტრე ცაავა, როგორც ერთი მოხეტიალე რაინდი“ – პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტს, მეუფე პეტრეს „ნაციონალური მოძრაობის“ სულიერ ლიდერს უწოდებს და ამბობს, რომ მოხეტიალე რაინდია. ეს განცხადება, დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„მეუფე პეტრე ცაავა იყო და არის „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან აქტიური არათუ მხარდამჭერი, არამედ სულიერო წინამძღვარიც კი. ყველა არჩევნების დროს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოში, მისი ამბიონიდან პოლიტიკოსის ტექსტები ისმოდა. ის თავდასხმა, რომელიც მან პატრიარქზე განახორციელა, არ მჯერა, რომ ესაა მეუფე პეტრე  ცაავა, ერთი მოხეტიალე რაინდი, ცალკე აღებული, რომელიც ამას მარტო აკეთებს. ვფიქრობ, მის უკან დგანან პოლიტიკური მიზნების მქონე ადამიანები და ის მათთან ერთად ახორციელებს ამას“ – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი თემები