მეუფე პეტრე, მეუფე იაკობის განცხადებას ნასვამი, გავეშებული ადამიანის ბოდვას უწოდებს

მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებას მეუფე პეტრე ცაავა პასუხობს და ამბობს, რომ ეს ნასვამი, გავეშებული ადამიანის ბოდვაა.

“აშკარად ნასვამ მდგომარეობაშიც და უფრო მეტიც, გავეშებულის ბოდვაზე, ცოტა უხერხულია კომენტარის გაკეთება, მე პირადად არათუ პრემიერის კაბინეტში, კანცელარიაში არ ვყოფილვარ არასოდეს. გამოვთქვამ ვარაუდს, რომ “ციანიდის” საკითხი დაიგეგმა მეუფე იაკობის ჩართულობით, ხელისუფლება შეიყვანა შეცდომაში შიდა დაპირისპირებისათვის იქნა გამოყენებული ციანიდის სცენარი, რაც მიზნად ისახავდა პატრიარქის დაცვის უფროსის და მამა გიორგის, რომელიც იყო ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, მათ ჩამოშორებას და გარიდებას საპატრიარქოდან,

ჯერ კიდევ შარშან ზაფხულში მივმართე წმინდა სინოდს, უღირსი სასულიერო პირების საკითხი შესწავლილიყო და განხილულიყო. დღემდე სამწუხაროდ ეს საკითხი არ დადგა, მაგრამ აუცილებლად დადგება დღის წესრიგში, მაგრამ დაიწყება მაღალი იერარქიიდან და არა დაბლიდან. ამ პროკურატურიდან რას უნდა ველოდე,  ველოდები აღიარებას და მონანიებას “ციანიდის საქმეში” დაშვებულ შეცდომებზე და ერის წინაშე დაშვებულ მავნებლობაზე.”- განაცხადა მეუფე პეტრემ.

სკანდალური განცხადება მეუფე იაკობმა დღეს გააკეთა. მისი თქმით, “ციანიდის” საქმისთვის მსჯავრდებული დეკანოზი, გიორგი მამალაძე მეუფე პეტრეს თანამზრახველი იყო.

მსგავსი თემები