„მეუფე იაკობი საერთოდ განსაკვეთია“ – მღვდელ მონაზონი ანდრია სარია

მღვდელ-მონაზონი ანდრია სარიას განცხადებით, მეუფე იაკობი გადამალულია. მიზეზი კი მისი არაადეკვატური განცხადებებია. აღნიშნულთან დაკავშირებით, მამა ანდრიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„მეუფე იაკობი საერთოდ განსაკვეთია. ამ მიმართულებით ჩემი პოზიცია ასეთია. ის რა განცხადებებსაც აკეთებდა, იყო არაადექვატური. ამიტომაცაა ის გადამალული. აღარც ინტერვიუს ვხედავთ მისგან, არც ხელისუფლების მხრიდან მოყოლია რაიმე მსვლელობა,  დაკითხვა. ხელისუფულებას უნდა ეწარმოებინა ძიება. მეუფე პეტრეს კი არ უნდა დავაბრალოთ, რომ  თითქოს, მეუფე იაკობის თემა გადაფარა, ხელისუფლებას უნდა დავაბრალოთ, რომ ცდილობს ამ საკითხის მიჩქმალვას. ოპოზიციის პოზიციაც დაახლოებით ასეთია – რაღაც არა არსებით საკითხებს მიედ-მოედებიან. ესაა ფარისევლური დამოკიდებულება ქვეყნისადმი და ეკლესიისადმი“ – აღნიშნა მამა ანდრიამ „მედიაცენტრ მთავარში“.  

მსგავსი თემები