მეუფე გარდაცვლილად გამოაცხადეს, თუმცა, ის, ცოცხალი აღმოჩნდა

ქუთაის-გაენათის ეპარქიის წინამძღოლის,  მეუფე კალისტრატე  ცოცხალია. მართალია მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა, არ გარდაცვლილა, როგორც ეს საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს.

„მედიაცენტრი მთავარი“ რამდენიმე სასულიერო პირს დაუკავშირდა. მათ დაგვიდასტურეს, რომ მეუფე კალისტრატე მძიმედაა, თუმცა, გვითხრეს, რომ მედიით გავრცელებული ინფორმაცია მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება.    

ინფორმაცია ინტერვენციული მედიცინის ცენტრშიც გადავამოწმეთ, სადაც გვითხრეს, რომ, მეუფის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა, მკურნალობის კურსს გადის.

მსგავსი თემები