მეტყევის დღეს, ადრეულად გარდაცვლილი მეტყევის „სანდრო ურუშაძის პრემია” დაწესდა

მეტყევის დღე ეროვნულ  ბოტანიკურ ბაღში აღინიშნა, სადაც წელს პირველად, ადრეულ ასაკში გარდაცვლილი ახალგაზრდა მეცნიერისა და მეტყევის პრემია დაწესდა.  „სანდრო ურუშაძის პრემია – 2019“ -ის მფლობელი  სატყეო სექტორის აქტივობებში მონაწილეობისთვის, სხვადასხვა უნივერსიტეტის   3  სტუდენტი გახდა.  

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მეტყევეებს პროფესიული დღე მიულოცა და წარმატებული საქმიანობისთვის,     მადლობის სიგელები  და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.  შეხვედრაზე მინისტრმა  სატყეო სექტორში ბოლო წლებში მიმდინარე საკანონმდებლო და ინსტიტუციურ რეფორმებზე ისაუბრა.

„2013 წლიდან, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, სატყეო სექტორის ინსტიტუციური და საკანონმდებლო რეფორმა დაიწყო, დამტკიცდა ეროვნული სატყეო კონცეფცია და შემუშავდა ახალი ტყის კოდექსი.  რეფორმის მიზანი ტყის მდგრადი მართვის სისტემის ჩამოყალიბებაა, რომელიც  საქართველოში ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას, ტყეების ეკოლოგიური ფასეულობების გათვალისწინებით მათი ეკონომიკური პოტენციალის ეფექტიან გამოყენებას უზრუნველყოფს”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მსგავსი თემები