თბილისის მეტროპოლიტენი 14:00 საათიდან ამუშავდება – მემანქანეთა გაფიცვა შეწყდა

თბილისის მეტროპოლიტენი მუშაობას დღეს 14:00 საათიდან განაახლებს. დედაქალაქის მთავრობამ მეტროს გაფიცულ მემანქანეებთან შეთანხმებას მიაღწია.

როგორც მემანქანეთა – ა(ა)იპ „ერთობა 2013”-ის წევრები აცხადებენ, სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია, რომ ხელფასები გაიზრდება. რატი კაპანაძის განცხადებით, თბილისის მერთან შეთანხმება მოხერხდა. კერძოდ, მემანქანეების ხელფასი გაიზრდება, თუმცა, როდის, დაკონკრეტებული არ არის.

კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე, მემანქანეები მუშაობას განაგრძობენ. მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით მსჯელობა კი პარალელურ რეჟიმში გაგრძელდება.

მემანქანეების თქმით, ხელფასების ზრდა მინიმუმსა და მაქსიმუმს შორის მოხდება.

მსგავსი თემები