მეტროსადგურ “ვარკეთილში”, ჩამონგრეული ჭერის საპროექტო სამუშაოები ხელახლა ჩატარდება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ “ვარკეთილში” საპროექტო სამუშაოები თავიდან ჩატარდება. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, საპროექტო დოკუმენტაცია სრულყოფილი არ არის და დამატებით კვლევებს საჭიროებს. როგორც კახა კალაძემ, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს განაცხადა, მეტროსადგურების რეაბილიტაცია პრიორიტეტად რჩება. მათ შორის, საუბარია მეტროსადგურ “ვარკეთილის” ჭერის რეაბილიტაციაზე, რომლის ჩამონგრევის შედეგად, დაახლოებით ერთი წლის წინ, მგზავრები დაზარალდნენ.

” გადაწყვეტილებები ოპერატიულად მივიღეთ და ყველას მაქსიმალური თანადგომა გამოვუცხადეთ. საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და მშენებლობის დროს, უპირველესი და უმთავრესი უსაფრთხოებაა, რაც მაქსიმალურად დაცული უნდა იყოს. დადასტურებულად გეტყვით, რომ პროექტები, რომლითაც მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ჭერის სამუშაოები განხორციელდა, არაფრად ვარგა და საპროექტო სამუშაოები თავიდან არის ჩასატარებელი. ვფიქრობ, რომ წლის ბოლოს სრული დოკუმენტაცია გვექნება და მომავალი წლიდან პროექტის განხორციელებას დავიწყებთ.ანალოგიური მდგომარეობაა მეტროსადგურ „გურამიშვილის“ პროექტთან დაკავშირებითაც“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები