მეტროსადგურ “ვარკეთილიდან” მგზავრების გადაყვანა, გარკვეული დროით შეფერხდა

თბილისის მეტროპოლიტენის მუშაობა დღეს დილით შეფერხდა. მეტროსადგურ “სამგორში” მატარებელი დილის ​10 საათიდან, მგზავრების გადაყვანას ვერ ახერხებდა.

​როგორც ადგილზე მატარებლის მძღოლმა “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, მიზეზი მატარებლის კარების დაზიანება იყო. თვითმხილველები ყვებიან, რომ მეტროში ნახევარი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც დაზიანებულ მატარებელს სხვა მატარებელი ჩააბეს და გადაიყვანეს. ადგილზე ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი. ახალი მატარებელი, რომელსაც მგზავრები უნდა გადაეყვანა, ხალხს ვერ იტევდა და ყოველ სადგურზე, რამდენიმე წუთით ჩერდებოდა.

მსგავსი თემები