მეტროპოლიტენი მუშაობას თვის ბოლოს განაახლებს   

საზოგადოებივი ტრანსპორტის ამუშავება ერთ-ერთი საკითხი იქნება, რომელზეც პარლამენტში მისულ პრემიერ-მინისტრს საპარლამენტო ოპოზიცია კითხვებს დაუსვამს და არგუმენტებს მოითხოვს. როგორც გავარკვიეთ, დარგის სპეციალისტებთან ერთად, საქართველოს მთავრობამ ამ საკითხზე გადაწყვეტილება უკვე მიიღო და თბილისის მეტროპოლიტენი მუშაობას მიმდინარე თვის ბოლოს განაახლებს.

აღნიშნულის შესახებ განცხადებას გიორგი გახარია დღეს პარლამენტში გააკეთებს. რაც შეეხება სხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ამ ეტაპზე, მისი ამუშავების საკითხი გადაწყვეტილი არ არის.   

მსგავსი თემები