მეტროპოლიტენის თანამშრომლებისთვის ხეფასების დაქვითვას თბილისის მერიაში არ ადასტურებენ

თბილისის ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დედაქალაქის მეტროპოლიტენის თანამშრომლებისთვის, კერძოდ,  კონდუქტორების და კონტროლიორების ხელფასების დაქვითვა არ იგეგმება.

როგორც ირაკლი ხმალაძე აცხადებს, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლების გაფიცვის გამო, კონდუქტორებსა და კონტროლიორებს 3 დღის ხელფასი  ჩამოეჭრებათ.

„ეს არის მცდარი ინფორმაცია. ეს ადამიანები იმ მოცდენილი პერიოდის ხელფასებს, რა თქმა უნდა, უკლებლივ აიღებენ“, – აცხადებს ირაკლი ხმალაძე.

მსგავსი თემები