მეტი თანამშრომლობა კერძო სექტორთან, მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ – შეხვედრა ჭიათურაში

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის წევრი, სულხან მახათაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი, მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, საკრებულოს დეპუტატები და შპს „ჯორჯიან მანგანეზი“-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ დეპუტატის ბიუროდან აცნობეს,  სხდომაზე მოისმინეს, შპს „ჯორჯიან მანგანეზი“-ს მიერ 2020 წლის განმავლობაში დაგეგმილი სოციალურ-ეკონომიკური პროექტებისა და პროგრამების შესახებ. ასევე,  საუბარი შეეხო კომპანიის ბალანსზე არსებული წყალმომარაგების სისტემებისა და  სამგზავრო საბაგირო გზებზე არსებულ მდგომარეობაზე.

შეხვედრაზე იმსჯელეს მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე. სულხან მახათაძის ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები კერძო სექტორთან აქტიურად გაგრძელდება. 

მსგავსი თემები