მესტიის სოფელ იდლიანთან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ იდლიანთან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განაახლა.

სამაშველო ბრიგადებთან ერთად სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრი პოლიციის ვერტმფრენები. ხანძრის სიახლოვეს 11 ოჯახი ცხოვრობს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ძლიერი დაკვამლიანების გამო სახლებიდან ბავშვები გაიყვანეს.

ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მეხანძრე-მაშველები იყვნენ მობილიზებული. იქ იმყოფებიან აგრეთვე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის ნინო ვიბლიანის განცხადებით, სახანძრო ბრიგადებს მუშაობა რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო უძნელდებათ. მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში სამაშველო ჯგუფები მზად არიან მოსახლეობის ევაკუაციისთვის.

მსგავსი თემები