მესტიის საკარანტინო სივრცეში ორი ადამიანი გადაიყვანეს

თვითიზოლაციის წესები დაარღვევის გამო, მესტიის საკარანტინო სივრცეში ორი ადამიანი გადაიყვანეს. ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნანა ოდიშარიამ განაცხადა.

ოდიშარიას ინფორმაციით, არცერთ მათგანს, ვინც კარანტინშია გადაყვანილი, ახალი ვირუსის კლინიკური ნიშნები არ აღენიშნება.

ამ დროისთვის რეგიონში თვითიზოლაციაში 266 ადამიანია, კარანტინში 26 ადამიანია, რომელთაგან საკარანტინო სივრცეში 17 პირი გადაიყვანეს.

მსგავსი თემები