“მესტია-ჭალის ხეობაში, უეცარი წყალმოვარდნა, ბუნებრივი ფაქტორებით იყო გამოწვეული”- სპეციალისტები

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების წინასწარი შეფასებით, 25 ივლისს, მესტიის მუნიციპალიტეტში განვითრებული სტიქია, მხოლოდ ბუნებრივი ფაქტორებით იყო გამოწვეული.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, უხვმა ატმოსფერულმა ნალექებმა, თანდართულმა მყინვარების ინტენსიურმა დნობამ, მდ. მესტია-ჭალის ხეობაში, კერძოდ მურყვამისა და ლეხზირის მყინვარებზე გამოიწვია ყინულოვან-მორენული მასის ჩამოშლა, რამაც გადაკეტა ხეობა და წარმოქმნა დროებითი ტბა, რომლის გარღვევის შედეგადაც მდ. მესტია-ჭალის ხეობაში განვითარდა უეცარი წყალმოვარდნა. მოვარდნილმა ტალღის დონემ, მდ. მესტია-ჭალის ჰიდროლოგიურ სადგურზე 70-დან 100 სმ-მდე მოიმატა.

“წყლის დონის მატება გადაიზარდა ღვარცოფში. აღნიშნული მოვლენა განმეორდა 3-ჯერ, პირველი ტალღის წარმოქმნის დრო 7:00 სთ, მეორე – 14 :00სთ და მესამე ტალღა 19:00 სთ-ზე განვითარდა, რომელმაც დააზიანა ინფრასტრუქტურული ობიექტები,” – განაცხადეს სააგენტოში.

სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი, მესტია- ჭალას ხეობაში იმყოფებიან , მიმდინარეობს ტერიტორიის შესწავლა, მომზადდება რეკომენდაციები შესაბამისი დამცავი ღონისძიებების გასატარებლად. ამ ეტაპზე სპეციალისტების განმარტებით აღინიშნება მდ. მესტია ჭალას წყლის დონის კლება.

მსგავსი თემები