“მესამე გამოჯანმრთელებულმა შესაძლოა ხვალ დატოვოს კლინიკა” – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ლუგარის ცენტრიდან კორონავირუსზე კიდევ 14 პაციენტის ანალიზის პასუხი უნდა მოვიდეს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ერთ-ერთმა პაციენტმა, შესაძლოა, სამედიცინო დაწესებულება ხვალ დატოვოს.

„14 ანალიზის პასუხს ველოდებით. არ არის გამორიცხული, რომ კიდევ დაგვემატოს, მაგრამ გვიან ღამით, ლუგარის ცენტრიდან 14 ანალიზის პასუხი უნდა მოვიდეს.

მესამე პაციენტს უარყოფითი პასუხი ჰქონდა. ხვალ განმეორებითი ტესტი ჩატარდება. ვინაიდან პაციენტს არავითარი კლინიკური ნიშანი არ აღენიშნება, პირველი პასუხი მკაფიოდ უარყოფითი იყო, მოველით, რომ მეორეც უარყოფითი იქნება და ის ხვალ კლინიკას დატოვებს“,- განაცხადა ცერცვაძემ.

მსგავსი თემები