ქალაქის მერი, რომელმაც ადგილობრივს სახეზე შარდი წაასმევინა, დაკავებულია

მარნეულის ახალგაზრდა მერი თემურ აბაზოვი დააკავებულია. მას ბრალად ედება ადგილობრივი მკვიდრის მიმართ ძალადობა, დამცირება და არაადამიანური ქმედება. აღნიშნული ძალადობის მიზეზი კი „მსხვერპლის“ მხრიდან ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის ცუდად მოხსენიება და შეურაცხყოფა გახდა, რის გამოც,  როგორც ირკვევა, მარნეულის მერმა მასზე იძალადა და საკუთარი შარდით პირი დააბანინა.

პროკურატურაში აბაზოვის დაკავებას ადასტურებენ.  მომხდარზე გამოძიება ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 1443 მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

პროკურატურის ინფორმაციით, „2018 წლის 11 ივნისს, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, ქ. მარნეულში, ე.ა-ს მიმართ ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 1443 მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას აწარმოებს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი. საქმეზე ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება, შედეგების შესახებ საქართველოს პროკურატურა საზოგადოებას მიაწვდის დამატებით ინფორმაციას.“

აღნიშნული დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია სტუდია „მონიტორმა“ გაავრცელა. ვიდეომასალაში კარგად ცანს რომ მამაკაცი ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს. ასავე ჩანს, როგორ განხორციელდა მის მიმართ  ანგარიშსწორება და არაადამიანური მოპყრობა.

მსგავსი თემები