მერია, ექსპლოატაციაში მიუღებელი შენობებისთვის ამნისტიას ცხადებს

თბილისში, 600-ზე მეტი დასრულებული, თუმცა ექსპლოატაციაში მიუღებელი საცხოვრებელი შენობა-ნაგებობებისთვის თბილისის მერია ამნისტიას აცხადებს.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ექსპლოატაციაში შევა ყველა შენობა-ნაგებობა, რომელსაც სამშენებლო დარღვევები 2019 წლის 16 მაისის მდგომარეობით უფიქსირდებოდა, თუმცა აქვე განსაზღვრულია გამონაკლისებიც.

„ამნისტია არ შეეხება ისეთ დარღვევებს, რომლებიც დაკავშირებულია უსაფრთხოებასა და ქალაქის ვიზუალურ სტანდარტთან, თუმცა შეეხება ისეთ დარღვევებს, რომელთა გამოსწორებაც ფიზიკურად უკვე შეუძლებელია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, სამომავლოდ ანალოგიური დარღვევები სისხლის სამართლის დანაშაული იქნება.

მსგავსი თემები